5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4,550 ტონა), რუსეთში (3,574 ტონა), უკრაინაში (2,262 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).