ალუდა ღუდუშაური: ნიკა მელია არის ხულიგანი, სააკაშვილის მიერ დამცირებული

საპარლამენტო უმრმავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას სუს-ში დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენჯერაც ექნება გამოძიებას კითხვები მელიასთან, იმდენჯერ დაიბარებენ უწყებაში.

„რამდენჯერაც იქნება დანაშაულის ნიშნები, იმდენჯერ არის შესაბამისი ორგანო ვალდებული, რომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც მეათეჯერ იყოს ეს. ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ არის დამცირებული, ისეთ დღეშია ჩაგდებული, რომ ყველაში, დიდ ნაწილში გამოიწვია ემპათიური გრძნობები.

კარგად იცით, რა დღეში ჩააგდეს – ჯერ აძახებინეს, რომ ვერ დააკავებდნენ, მერე გირაოს არ მიიღებდა, შემდეგ გამოვიდა და ამბობდა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, იქნებოდა პუფი და პირველი პუფი იყო თვითონ, როცა შემობრძანდა პარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო განცხადებებით, რომ თურმე ინსტიტუციების კითხვებს არ გასცემს პასუხს, ამას როცა ამბობს, ეს იგივე ცრუპენტელა მელიაა, როცა თქვა, რომ ვერ დააკავებდნენ და გირაოს არ მიიღებდა. ერთი განცხადება მითხარით მისი, რომელიც შეასრულა, სად გინახავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თავის სიტყვას ასრულებდნენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.