„ნეთფლიქსმა“ აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ფაქტები გაავრცელა

კალიფორნიის სასამართლოში ამერიკულმა კინომწარმოებელმა „ნეთფლიქსმა“ აღიარა, რომ ცნობილ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ფაქტები გაავრცელა.

კომპანია მოჭადრაკეს სასამართლო დავის შეწყვეტას სთხოვს.

ნეთფლიქსმა“ იშუამდგომლა სამართალწარმოების შეწყვეტით. ამ უფლებას იყენებენ ხოლმე, როდესაც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობით. სცენარისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა, რომ ნონა იყო საბჭოთა ცნობილი მოჭადრაკე, მაგრამ ამერიკული აღქმები გამოიყენა, საბჭოთას რუსს ეძახდნენ და ამიტომ მოიხსენია იგი რუსად.

ჩვენ მოვითხოვეთ სცენარისტის დაკითხვა, „ნეთფლიქსი“ დაგვთანხმდა და იგი ძალიან აირია, უმრავლეს კითხვებზე იძლეოდა პასუხს: „არ ვიცი“, „არ მახსოვს“. სცენარისტმა იცოდა სიმართლე, რომ ნონა იყო რეალური გმირი, ის, რომ მას ჰქონდა დამსახურებები, თუმცა ნეთფლიქსმა ეს ფაქტები შეცვალა პირადი ინტერესების, ამ შემთხვევაში სცენის დრამატიზების გამო.

ქართული მხარე ცნობილი რუსი მოჭადრაკის გარი კასპაროვის გამოკითხვასაც მოითხოვს, რომელიც „ნეთფლიქსს“ მთელი სერიალის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა.