ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია

ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია. დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. რეგიონში პოლიციასთან ერთად გზებზე სამხედროებიც დგანან. ჩაკეტილია სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები.

გადაწყვეტილება კორონავირუსის შიდა გავრცლების საფრთხის ფონზე რამდენიმე დღის წინ საკოორინაციო საბჭომ მიიღო.

სასაფლაოები 27 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი.