გიორგი თევზაძე ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატების ინიციატივას გმობს

უფლებადამცველ გიორგი თევზაძისათვის, მიუღებელია ახალქალაქის რაიონული საკრებულოს დეპუტატების  ინიციატივა ახაქალაქის შესასვლელ – გასავლელში საგზაო ბანერებზე წარწერები ქართულთან ერთად, სომხურ ენაზეც გაკეთდეს.

 უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ თქვენი უფლებებისათვის “ სპიკერი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, გამოეხმაურა ახალქალაქის რაიონული საკრებულოს დეპუტატების ინიციატივას, კერძოდ „მომავალ წელს ახალქალაქის შესასვლელ-გასასვლელში საგზაო ბანერებზე წარწერები ქართულთან ერთად, სომხურ ენაზეც გაკეთდებას. იდეის ავტორი და ინიციატორი სახალხო დეპუტატი შირვან შირინიანია.

გიორგი თევზაძის განცხადებით ასეთი ინიციატივა მიუღებელია და დამატებით კითხვებს ბადებს. მისივე თქმით, რამდენიმე წლის უკან სამწუხაროდ ახალქალაქში საქმის წარმოება სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარეობდა სომხურ ენაზე, რაც კანონის იგნორირებას წარმოადგენდა.

-„ ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი შინაარსის წინადადებები ერთი რომელიმე ჯგუფის პოზიციას წარმოადგენს და არა ახალქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისას“-აცხადებს თევზაძე.

კომენტარის დატოვება