წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დანიშნა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დანიშნა.

ამასთან, წულუკიანმა ბრიფინგზე კიდევ ორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება.

მინისტრმა რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ხოლო ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი დანიშნა.

ინფორმაციისთვის, სამივე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურებათ.