მიხეილ სარჯველაძე: ისეთი მასშტაბის ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ძნელად მაგონდება

ისეთი მასშტაბის ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, მართლაც ძნელად მაგონდება. ვინ შეიძლება იყოს ისტორიის სახელმძღვანელოში შეყვანილი, თუ არა სწორედ ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“რასაკვირველია მის მიერ განხორციელებული უზარმაზარი ქველმოქმედება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე პერიოდში, იმსახურებს დაფასებასა და პატივისცემას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.