1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0149 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5229 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.231 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.