ტაქსის მძღოლი პუტინი – „ვგულისხმობ, თანხის გამომუშავებას მანქანით, როგორც კერძო მძღოლი, არასასიამოვნოა ამაზე საუბარი”

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისუფალ დროს თავს ტაქსაობით ირჩენდა. ამის შესახებ პუტინი დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „ისტორიული რუსეთი” საუბრობს.  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემები აქვეყნებენ.

კგბ-ს საიდუმლო სამსახურის ყოფილმა აგენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც საბჭოთა იმპერიის დაცემას გმობდა, თქვა, რომ 30 წლის შემდეგ ეს მოვლენა მოქალაქეების უმეტესობისთვის „ტრაგედიად” რჩება.

„ხანდახან მიწევდა, რომ დამატებითი ფული გამომემუშავებინა“ – აცხადებს ვლადიმერ პუტინი დოკუმენტური ფილმში და დასძენს, რომ ის ზოგჯერ ტაქსის მძღოლად მუშაობდა ამისთვის.

„ვგულისხმობ, თანხის გამომუშავებას მანქანით, როგორც კერძო მძღოლი. არასასიამოვნოა ამაზე საუბარი, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი რამეც იყო,“ – აღნიშნავს პუტინი საავტორო გადაცემაში.

ვლადიმერ პუტინი შეძრწუნებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლით.

„ამ ყველაფრის შემდეგ, რა არის საბჭოთა კავშირის დაშლა? ეს არის ისტორიული რუსეთის დაშლა საბჭოთა კავშირის სახელით, მე-20 საუკუნის დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა,“ – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ფილმში.