რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მონაწილეობის უფლებას ანიჭებს

რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,   ვლადიმერ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება.