“ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,- მის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ.

“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება რთული იყოს. როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას. ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მტკიცებით, მისია მტკიცედ განვაგრძობს ძალისხმევას, შეიქმნას ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

“როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.