“ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.

მისი  თქმით, მათ არ ადარდებდათ რომ ტერიტორიები იბომბებოდა.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, საუბედუროდ. ასევე თქვენ გახსოვთ, რომ 9 აგვისტოს, მაშინ, როდესაც იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე გმირულად, გახსოვთ მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები, არსებობს ამის თაობაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. საერთოდ მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ეს ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია“, – განაცხადა პრემიერმა.