საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების სამუშაო ჯგუფი მესამე ეტაპის შეხვედრებს განაგრძობს.

სხდომის დასაწყისში, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, დღევანდელი შეხვედრა კონსტიტუციის მეორე თავის მუხლების და მართლმსაჯულების საკითხების მომწესრიგებელი თავის განხილვას დაეთმობა. მისივე განცხადებით, საკითხების ამოწურვის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი იმ ცვლილებების და წინადადებების განხილვას დაუბრუნდება, რომლებიც წინა სხდომაზე გამოითქვა და დარიგებულ პროექტში ასახული არ არის. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, სამუშაო ჯგუფის წევრები, კონსტიტუციის პირველ თავში,  საჯარო სამსახურთან და მმართველობასთან დამატებულ ჩანაწერზეც იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ესწრებიან.დასკვნითი რაუნდის მეორე შეხვედრა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კონსტიტუციის 22-ე მუხლის განხილვით დაიწყეს.