გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონში ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას! (ვიდეო)

ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ ზესტაფონში ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახაბერ მახათაძემ ამომრჩეველს სახლის გადასახურად მასალა გაუგზავნა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ვიდეოსაც ავრცელებს.

როგორც გოგლიჩიძე ამბობს, მას საოლქოში განცხადება შეაქვს კანონდარღვევაზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გიორგი გოგლიჩიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ, რომელიც ზესტაფონში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გიორგი გოგლიჩიძე იმასაც ამბობს, რომ „ოცნებისგან“ კანდიდატურის მოხსნას მოითხოვს.