ქართველი ჟურნალისტების წარმატება ლიტვაში

ლიტვის საკურორტო ქალაქ დრუსკინკაიში მეცამეტედგაიმართა ჟურნალისტთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრები მეორედ მონაწილეობდა.

ჩვენი გუნდი ერთადერთია ტურნირის ისტორიაში, თამაში რომ არ წაუგია – შარშან 6 მოგება და 3 ფრე ჰქონდა და მეორე ადგილზე გავიდა. წელს კი 2 მოგებითა და 6 ფრეთი საპრიზო სამეულში მოხვდა.

ქართველებმა ზედიზედ 6 ფრე ითამაშეს: ეგვიპტე 0-0, სომხეთი 1-1 (კოტე მიგინეიშვილი, 1 არხი), ბელარუსი 2-2 (2-მერაბ სიმონიშვილი 1 არხი), უკრაინა 1-1 (სიმონიშილი, რუსეთი 1-1- (სიმონიშვილი, ლატვია 2-2- (2 – სიმონიშილი), ლიტვა 2-1 (2-მირიან დედანაშვილი (რუსთავი-2), პოლონეთი 2-1 (2-დედანაშილი).

აღსანიშნავია, რომ 11-ვე საგოლე პასი „რუსთავი-2“-ელმა დავით ფრანგიშვილმა გააკეთა და ღირსეულად გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. მათ გარდა ქართველების გუნდში იყვნენ: გეგი კიკაბიძე (პირველი არხი), ირაკლი ჯალაღონია (პირველი არხი), ოთარ აბრამიშვილი (პირველი არხი), ნიკა კბილაძე(ჰოლდინგი „პალიტრა“), ზურაბ გუჯაბიძე ( პირველი არხი), დიმიტრი ბარათაშვილი (შევარდენი 1906) და გუნდის დამაარსებელი, მოთამაშე-კაპიტანი და უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩვენებურებმა 4 ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ერთხელ ჩემპიონები გახდნენ, ორჯერ მეორეზე გავიდნენ და და ერთხელაც – მესამეზე, 30 თამაშიდან კი მხოლოდ 2 წააგეს.