ინციდენტი ოკუპირებული დმენისის რაიონში – სკოლის მოსწავლეები დახრჩობას დე ფაქტო ძალოვნებმა გადაარჩინეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, დმენისის რაიონში ექსკურსიაზე წასული ბავშვები უბედურ შემთხვევას ე.წ. სამართალდამცველებმა გადაარჩინეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსწავლეები ოკუპირებული დმენისის აუზების დასათვალიერებლად იყვნენ წასული. მათ მასწავლებელი და მშობლებიც ახლდნენ.

„ბედმა გაგვიღიმა, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდა. შსს თანამშრომლებმა გადაარჩინეს ბავშვები, რომ არა ისინი, საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა. ვაფრთხილებ ყველას, თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდება, ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება. რა თქმა უნდა, ექსკურსიები უნდა მოეწყოს, რათა მოსწავლეები ღირშესანიშნაობებს გაეცნონ, მაგრამ აუზები ასეთ ადგილებს არ განეკუთვნება“, – განუცხადა შემთხვევის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მერმა სკოლის ე.წ. დირექტორებს საგანგებო „თათბირზე“.

ადგილობრივი მედია არ აკონკრეტებს, რამდენი ბავშვი გადაარჩინეს „მაშველებმა“ და როგორია ახლა მათი მდგომარეობა.