ზურაბ პატარაძე: დიდი მადლობა ამ ნდობისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩიეს.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
მმართველი გუნდის 14 დეპუტატმა ნდობა გამოუცხადა პატარაძეს.

“დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. დღეს ვრცლად ვისაუბრე იმ გეგმებზე რა მიმართულებითაც ვუმუშავებთ, სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. წელს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარა და ინვესტიციებია. ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ გამოგვივა” – განაცხადა პატარაძემ.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრთა კაბინეტი არ წარუდგენია. მისი განმარტებით, ის უახლოეს დღეებში წარადგენს მინისტრებს და არ გამოიყენებს 10 დღიან ვადას.

კომენტარის დატოვება