ახალი კვლევით „ჯონსონის,” „სპუტნიკისა” და „სინოფარმის” ვაქცინებებს კიდევ ერთი ლურსმანი დაეჭედათ – გიორგი ფხაკაძე

ახალი კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი ლურსმანი დაეჭედა არა მარტო „სინოფარმის” ვაქცინას, არამედ „ჯონსონისა” და „სპუტნიკის” ვაქციენებს, რომლებიც ასევე არაექფექტურია „ომიკრონის” წინააღმდეგ.

კარგი ამბავი ის არის, რომ„ ფაიზერი”, „მოდერნა” და ნაწილობრივ, „ასტრაზენეკა” ინარჩუნებენ ეფექტურობას და ე,წ ბუსტერ დოზა, „ფაიზერით” ან „მოდერნათი” ეფექტურია.

გვახსოვდეს, ბევრი რამ ჯერ კიდევ ცნობილი არ არის და უფრო დეტალური ინფორმაცია ერთ კვირაში იქნება,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ექსპერტი იმასაც წერდა, რომ ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა, რომ „სინოვაკის” ვაქცინა „ომიკრონის” წიააღმდეგ არაეფექტურია.

„სინოვაკის” ვაქცინას პირველი „ლურსმანი” უკვე დააჭედა ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც დაადგინა, რომ „სინოვაკი”, სავარაუდოდ, არაეფექტური ვაქცინაა კოვიდის „ომიკორნის” ვარიანტის წინააღმდეგ.

დღეს გამოქვეყნებული კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტიდან არის პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომ შესაძლოა, „სინოვაკის” ვაქცინა ვერ იცავს კოვიდის „ომიკრონის” ვარიანტისგან. რა თქმა უნდა, კვლევა საკმაოდ მცირეა, მაგრამ პირველი სოლიდური კვლევაა. ფაქტია, „სინოვაკი” დიდხანს ასე ვერ გააგრძელებდა. ეს დროის ფაქტორი იყო და „ომიკრონმა”, უბრალოდ, პროცესი დააჩქარა.

დღესდღეობით მარტო „ფაიზერი” და „მოდერნას” ვაქცინები არის ყველაზე ეფექტური ვაქცინები და ფაიზერის ბუსტერი არის ჯერჯერობით უალტერნატივო, ” – აცხადებდა ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ „ომიკრონი” იპყრობს შეერთებულ შტატებს, ევროპას და აფრიკულ ქვეყნებს.

„კორონა ვირუსის ახალი ვარიანტი – „ომიკრონი” იპყრობს შეერთებულ შტატებს, ევროპას და აფრიკულ ქვეყნებს.
მარტო ამერიკაში ერთ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 0.4%-დან 2.8%-მდე და ნიუ ირკში კი ყველა ახალი კოვიდ ინფიცირებულიდან 13% ომიკორნის ვარიანტით არის ინფიცირებული,” – თქვა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი, „ომირკონის” ვარიანტი ჯერ არ დაფიქსირებულა.