ნათია თურნავა – გათენდება ახალი წელი და მე კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ამის შემდეგ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით, იფიქრეთ ამაზე

გათენდება ახალი წელი და მე კვლავ ეკონომიკის მინისტრად მოგევლინებით, – ასე უპასუხა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შეკითხვას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე.

როგორც მან დასძინა, ვიღაცისთვის არ არის სასიამოვნო იმაზე საუბარი, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის.

„რამდენიმე პარტიული ტელევიზია უტიფრად ავრცელებს ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე სადღაც მესმის კიდეც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში. როგორც ჩანს ვიღაცისთვის არ არის სასიამოვნო იმაზე საუბარი, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გინდათ, რომ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს გასაგებია, რომ აქეთ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს.

გათენდება ახალი წელი და მე კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ამის შემდეგ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით, იფიქრეთ ამაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.