ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათ შეუძლიათ, მშვიდობიანი აქცია ჩაატარონ და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ ბელადის კულტით არიან შეპყრობილები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის კულტით არის შეპყრობილი და ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებს.

„ბოლშევიკური მეთოდებით მართული პარტია ამიტომ არის. ეს ქმედებებით იყო გამოხატული -„მიშა მაგარიას“ კლიპის ჩაწერით და „მიშა მაგარიას“ ძახილით. ეს არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამკვიდრებდა და საზოგადოებას თავს ახვევდა. ადამიანი, რომელიც თავს დემოკრატად მიიჩნევდა, უკვეთავდა კლიპ „მიშა მაგარიას“ და ყველანი ერთი კაცის კულტით იყვნენ შეპყრობილნი. საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან. მათ შეუძლიათ, მშვიდობიანი აქცია ჩაატარონ და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ ბელადის კულტით არიან შეპყრობილი“, – აცხადებს ოხანაშვილი.

ხვალ, 21 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე,  აქციას გამართავს.