მიხეილ სააკაშვილი – მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას მას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად ნებისმიერ დროს მზად არის.

მისივე თქმით, ასევე მიესალმება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ინიციატივას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით.

„მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ. ​მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და ყოფილ პრეზიდენტნთან შეხვედრაც სურს.