მარიამ ჯიშკარიანი: გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით გარკვეულწილად ეფექტური არ არის

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით გარკვეულწილად ეფექტური არ არის, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ასეთი სარეაბილიტაციო ცენტრები საქართველოში ნაკლებად არის, შესაბამისად, ეს არის პაციენტის კონსტიტუციური უფლება, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოიძიოს საუკეთესო სერვისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.

გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ გორის ჰოსპიტალში გარკვეულწილად ეფექტური არ არის მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით. ყველა იმ დიაგნოზზე, რომელიც დადგენილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში არ ინიშნება პრეპარატი „კეტილეფტი“. ჩვენ ვერ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები განსხვავებულია“,- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.