კანდიდატის სტატუსზე მოლდოვას უკრაინისგან ვერ გამოვყოფთ, მაგრამ საქართველო გეოპოლიტიკურად სხვაგანაა – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსზე მოლდოვას უკრაინისგან ვერ გამოყოფენ, მაგრამ საქართველო გეოპოლიტიკურად სხვაგანაა

„პირადად მე მკაფიო და პოზიტიური სიგნალის გაგზავნა მსურს, მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანობას უნდა მივაღწიოთ.

ვერ გამოვყოფთ უკრაინისგან მოლდოვას იმ პერსპექტივაში, რომელსაც ვაძლევთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის, რაც ევროკავშირს მართებს რეგიონის მიმართ.

საქართველო ასევე მაგიდაზე იქნება, როგორც პოტენციური კანდიდატი, მაგრამ გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას,” – თქვა მაკრონმა.