ქუცნაშვილი ნაციონალებს: ხუთი „რუსთავი2“ იყო 2012 წელს და მაინც დაგამარცხეთ…

უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლება ამ სასამართლო დავით არ არის დაინტერესებული. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის არსებობა-არარსებობა გავლენას ვერ ახდენს „ქართული ოცნების“ გამარჯვება-დამარცხებაზე.

რუსთავი 2“-ის თემაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი მხრივ და თავად ამ ტელეკომპანიამ , რომ იტყვიან შეგვჭამეს მთელი წინასაარჩევნო კამპანია ერთი და იგივე შეკითხვით, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ იმის გამო იბრძვით, რომ ის დაგამარცხებთ არჩევნებშიო. ხუთი „რუსთავი2“ იყო 2012 წელს და მაინც დაგამარცხეთ-მეთქი, მე პირადად სულ ამას ვამბობდი. მე მგონი დარწმუნდა საზოგადოება, რომ ამ ტელევიზიის არსებობა-არარსებობა ვერ ახდენს გავლენას „ქართული ოცნების“ გამარჯვება-დამარცხებაზე. ეს ლეგენდა საპნის ბუშტივით გასკდა. ამ ტელეკომპანიას მოუწევს საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რატომ ატყუებდა საზოგადოებას, როდესაც ამბობდა, რომ მას ებრძვიან იმის გამო, არჩევნებში განწირულები არიან დასამარცხებლადო. გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ „რუსათავი 2“ 2012 წელსაც იყო და 2016 წელსაც“  -განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება