„ვფიქრობ, მაქვს შანსი“ – ლადო სადღობელაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლა დაიწყო. უკვე ცნობილია რომ მაჟორიტარობისთვის ანა დოლიძე, სოფო ხორგუანი, ჯაბა ჯიშკარიანი და გრიგოლ გეგელია იბრძვიან.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/53090-2/

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთაწმინდის ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს ლადო სადღობელაშვილიც იყრის. ის 2016 წელს “პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრიდა კენჭს. მაშინ მისი კონკურენტები ნიკა რურუა და სალომე ზურაბიშვილი იყვნენ. მიაჩნია, რომ მთაწმინდაზე გაზრდილმა კარგად იცის ადგილობრივების პრობლემები, იცის ყველა ნიუანსი ამ ოლქის და აქვს შანსი გამარჯვების.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება.