სააკაშვილის ადვოკატი: პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა სამშობლოში დაბრუნებაზე არის აბსურდული – ეს იყო გმირული ნაბიჯი

სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქართველოში საზღვრის უკანონო გადმოკვეთისას კანონი არ დაურღვევია, რადგან, მათი აღქმით, ეს იყო ჰეროიკული აქტი და საქმეს სამართლებრივი შემადგენელი არ აქვს.

„მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა. ის დაბრუნდა განსხვავებული ფორმით, ვიდრე ეს დაანონსებული იყო, რათა ამას არ მოჰყოლოდა რაიმე გართულება და არ დაზარალებულიყვნენ ადამიანები, სააკაშვილმა გადაწყვიტა, სხვა ფორმით დაბრუნდეს სამშობლოში. პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა სამშობლოში დაბრუნებაზე, ბუნებრივია, არის აბსურდული. ეს იყო გმირული ნაბიჯი“, – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა, თუმცა პროცესს არ დასწრებია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შემდეგი სხდომა 13 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.