“მესამე მოსმენამდე, როგორც ჩანს, შეთანხმება იქნება შეუძლებელი”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. მისი ქმით ჯერჯერობით, არ ჩანს კონსტრუქციული მიდგომა და წინაპირობა რაიმე ტიპის კონსენსუსის.

“ჩვენ დავტოვეთ დიალოგის და დისკუსიის ღია სივრცე. ვცადეთ, რომ გამოყენებულიყო ყველა შესაძლებლობა კონსტიტუციის მესამე მოსმენით გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ ეს დრო გამოყენებული ყოფილიყო დამატებითი დისკუსიისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ჩანს კონსტრუქციული მიდგომა და წინაპირობა რაიმე ტიპის კონსენსუსის. ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნა ყველა ნაბიჯი ამ შეთანხმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყვა შემხვედრი რაციონალური გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით, მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს შეთანხმების დამატებითი სახით გამოყენებული. ამ დროში, რაც დარჩენილია მესამე მოსმენამდე, როგორც ჩანს, შეთანხმება იქნება შეუძლებელი” – განაცხადა ბესელიამ.