ვერაფერი დააცხრობს ჩვენი ხალხის სულში გაჩაღებულ სიძულვილისა და უგუნურების ხანძარს!

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

-ხანძარს წვიმა ჩააქრობს,მაგრამ, როგორც ჩანს, ვერაფერი დააცხრობს ჩვენი ხალხის სულში გაჩაღებულ სიძულვილისა და უგუნურების ხანძარს.

ხომ საშინელი სანახავია ნახანძრალი,გაუდაბურებული ბუნება? მაგრამ იგი მხოლოდ პროექციაა იმ საშინელი ზიანისა,რომელსაც ჩვენი ბოროტებით სულიერ სამყაროს ვაყენებთ.

ჩვენი მედია,ჩვენი სახელმწიფო პროპაგანდა,ურთიერთსიძულვილი და განურჩევლობა ის ხანძრის კერებია რომლებიც წვავენ და ანადგურებენ ყოველგვარ სულიერ სიკეთეს და ამას ვერავითარი ილ76-ით ვერ უშველი.
სამწუხაროდ!