სათამაშო ავტომატებზე,კაზინოსა და ტოტალიზატორებზე დამოკიდებულება – გამოსავალი არსებობს!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

გემბლინგი-იგივე ლუდომანია – ესაა ქცევითი ფორმით დამოკიდებულება რომელიც აერთიანებს სათამაშო ავტომატებზე,კაზინოსა და ტოტალიზატორებზე დამოკიდებულებას. მეცნიერება ლუდომანიას ისეთი დაავადებების გვერდით აყენებს როგორიცაა: ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. ესაა “სენი”რომელიც იწვევს ნეირო მედიატორული ტრასების დაზიანებას,ადამიანის თავის ტვინი კარგავს შეკავების უნარს და ხდება პიროვნების ხასიათის, ქცევების შეცვლა.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში თითქმის ვერ ხერხდება მოთამაშეთა რაოდენობის,მათ მიერ წაგებული თანხის განსაზღვრა და შესაბამისად აზარტული თამაშებიდან გამომდინარე რისკების შეფასება ალბათ დამერწმუნებით და თვალშისაცემია რომ ამ მიმართულებით ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.
ჩემი სუბიექტური შეფასებით ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს შემდეგნაერად დავალაგებ:

აღზრდის პრობლემა-ჩვენი ვალდებულებაა ოჯახში ბავშვის აღზრდისას მას საწყის ეტაპზევე ვაგრძნობინოთ თავი სრულფასოვან წევრად, რომელსაც შეუძლია და უფრო მეტიც ევალება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და ისწავლოს კისა და არას თქმა!

ალბათ დამეთანხმებით რომ არ შეიძლება თვრამეტი და მეტი წლის ადამიანი ითვლებოდეს ბავშვად.
ასევე, ოჯახურ გარემოსთან ერთად, მნიშვნელოვანია სივრცე ეზოს სახით სადაც ბავშვები უსაფრთხოდ ითამაშებენ დღეს კი ბავშვებს თითქმის აღარ ააქვთ ამის საშუალება და ალბათ მარტივი მისახვედრია რატომ…
მივიღეთ ინტერნეტ სერვისზე დამოკიდებული თაობა, რომელიც, სწორედ ამ სივრცეში ცდილობს ალტერნატიული სამყაროს შექმნასა და თვითდამკვიდრებას.სივრცეში სადაც საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის მომენტი გამარტივებულია და თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი.

ასევე სერიოზული პრობლემაა სხვისი მონაცემებით ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა.სახელმწიფო ვერ ხედავს რამდენი ადამიანი თამაშობს,რა თანხას აგებს ან იგებს და სახელმწიფოსათვის ეკონომიკური ეფექტი უცნობია.

მე მივესალმები მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნას თვითაკრძალვის მეთოდით.ასევე იმ შემთხვევაში თუ ამგვარი დაწესებულების მიერ მაინც მოხდება თვითაკრძალვის სიაში მოხვედრილი ადამიანის დაშვება თავად დაწესებულებამ

აიღოს პასუხისმგებლობა პირის მიერ გაღებული და წაგებული თანხის დაფარვაზე.

აუცილებლად მიმაჩნია კანონში ჩაიდოს წაგების ლიმიტიც, შესაძლოა ბელგიის მაგალითზე პირის დარეგისტრირება სისტემაში მოხდეს ვებ კამერით,სახის იდენტიფიცირების საშუალებით,არ გამოვრიცხავ კოდური სისტემის დანერგვასაც.

რაც შეეხება რეკლამას, როგორც ერთგვარ წამახალისებელ საშუალებას ვფიქრობ რომ ის სწორად გამოყენების პირობებში შემოსავლის წყაროა მედია ორგანიზაციებისათვის და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას მაგრამ შეიძლება მოხდეს საჯარო რეკლამის აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,სასწავლო დაწესებულებებთან და სხვა.

ეს უკანასკნელი ზემოთ აღნიშნული სიკეთით სარგებლობას არ გამორიცხავს.

მიმაჩნია, რომ ზოგადად კაზინოს არსებობა პოზიტიური სეგმენტია ქვეყნის ეკონომიის განვითარებისათვის თუმცა სასირველია ეს საკითხი გადაიხედოს.საუბრობენ არსებული დაწესებულებების ქალაქგარეთ გადატანაზე, მაგრამ ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება,ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას კი დრო და ფული და ჯერ კიდევ საკითხავია, საბოლოო ეფექტი რამდენად გადაფარავს ამ მიმართულებით გაღებულ რესურს.

მე ვფიქრობ, რომ წაგებაზე ორიენტირებული პროდუქტი არ შეიძლება გახდეს შემოსავლის წყარო!

დიდი სურვილი მაქვს დავუკავშირდე ცნობად ადამიანებს ასევე მათ, ვინც თავი დააღწიეს ამ პრობლემას და გავაკეთოთ ვიდეორგოლები, რათა მაგალითი მივცეთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს და დავანახოთ, რომ ერთად დგომით ყველაფერი დაძლევადია!

ყოველი ჩვენგანის ინიციატივა და ქმედება მნიშვნელოვანია!