მინდა კიდევ რომ ჩავალ მავთულხლართები აღარ დამხვდეს და მათ თვალებშიც სილაღე დავინახო!..

ბელა აბულაძე

ჟურნალისტი

მერეთი – სოფელი საოკუპაციო ხაზთან ახლოს!

ეს პატარა გოგონა კი მერეთის საბავშო ბაღის აღსაზრდელია, უთბილესი, უსაყვარლესი, გულღია და მეგობრული. საერთო რაღაცები აღმოვაჩინეთ – ჩახუტება გვიყვარს ძალიან  ვარსკვლავები მზის სხივებად უციმციმებდნენ ლამაზ თვალებში, უნდა გენახათ…

რომ იცოდეთ, როგორ გაახარა ეს პატარები მცირე საჩუქრებმა და უცნობ სტუმრებთან თამაშმა და მაინც, მათ ბედნიერებას ბავშვური, ვარდისფერი სილაღე აკლდა!

ჰო, კიდევ, ამ პატარა საოცრებამ უამრავი ლექსი და სიმღერა იცის, უნდა გენახათ, რა ამაყად და დაუზარებლად ყვებოდა მათ.  წამოსვლისას კიდევ ერთი ლექსი ვთხოვე და იცით რა მიპასუხა? ახლა აღარ, კიდევ ერთხელ რომ ჩამოხვალ მერე მოგიყვებიო, პირობა დამადებინა.

იმედი მაქვს, ძალიან მალე მოვა ეს “კიდევ ერთხელ” და უფრო მეტად ვიმედოვნებ, რომ იქ მავთულხლართები აღარ დამხვდება და არც იმის შიში მექნება, შემთხვევით “საზღვარი” არ გადავკვეთო.

მერეთი. 2017 წელი, 7 დეკემბერი

https://www.gmtv.ge/34281-2/