რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები მზადაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დაწესდება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები უკვე მზადაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დაწესდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, სანქციები აშშ-სთან არის შეთანხმებული.

„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია დაექვემდებარება სანქციებს უზარმაზარი შედეგებით. სანქციები უკვე მზად არის. ევროპის ქვეყნები გაერთიანებული არიან და მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ერთად. ჩვენ გვინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს მის ქმედებებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.