ნიკა გავარამიას განცხადებით, სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობას, ვიდრე გორის ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა იძულებით გადაყვანის პირველივე შემთხვევის განმეორებისას, შიმშილობა დაიწყება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, უშუალოდ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებულ წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი.

მისივე თქმით, როგროც სააკაშვილი ამბობს, გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა არ იყო შეთანხმებული, წინასწარ იცოდა კონსილიუმმა, რომ გადაყვანის საკითხი დადგებოდაო, მაგრამ უშუალოდ ეს შემთხვევა, რომ „ფორმა 100″ დაიწერა და უკვე გადაგვყავს დღეს, კონსილიუმისთვის ცნობილი არ იყოო

„მკურნალი ექიმის პოზიციაა, რომელიც გვეუბნება, რომ შემთხვევა ჰქონდა წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას, რომ მისი რეაბლიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა. ასევე, ის აღიარებს, რომ გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა არ იყო შეთანხმებული, წინასწარ იცოდა კონსილიუმმა, რომ გადაყვანის საკითხი დადგებოდაო, მაგრამ უშუალოდ ეს შემთხვევა, რომ „ფორმა 100″ დაიწერა და უკვე გადაგვყავს დღეს, კონსილიუმისთვის ცნობილი არ იყოო.

ფსიქონევროლოგიური სტატუსის გარეშე, მხოლოდ ანალიზებით დაიწერა ფორმა ასი. აქვე, ექიმი გვეუბნება, რომ საერთოდ შეუძლებელია რეაბილიტაცია აქაც კიო, და რუსთავის ციხეში როგორაა რეაბილიტაცია და როგორ მოაწერა მაშინ ხელი მის გადაყვანას, გამოუცნობელი რჩება. მნიშვნელოვანი საკითხია, რატომ არ ჩამოვიდა სახელმწიფო კონსილიუმის ნევროლოგი. პარალელურად, ლომჯარიას ნევროლოგის ჩამოსვლა ითხოვა და ორივეს პასუხი აქვს გასაცემი. ლომჯარიას ნევროლოგი ინტერესთა კონფლიქტის გამო არ ჩამოვიდა, რადგან საექსპერტო ჯგუფის წევრია, მაგრამ კონსილიუმის წევრი რა უფლებით არ ჩამოვიდა, ჩემთვის გაურკვეველია. უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვიდრე გორის ჰოსპიტალში იქნება, შიმშილობის დაწყებას არ აპირებს, ხოლო მისი სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში უნდა იყოს გადაყვანილი.

„იყო საუბარი შიმშილობაზე, ის აქამდე არ იღებდა საჭმელს, ჩაის სვამდა და ა.შ. ჩემი პირადი კატეგორიული მოთხოვნა იყო და ოჯახის, მეგობრების მხრიდანაც გადავეცი, რომ არ არის დასაშვები, ის დამეთანხმა, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. იგი არ აპირებს შიმშილობას, ვიდრე აქ იმყოფება. თუმცა, პირველივე ასეთი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში, შიმშილობა დაიწყება, ამას ვერაფერს ვეღარ ვუზამთ.

მიხეილ სააკაშვილი სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში უნდა იყოს გადაყვანილი. როგორ გააკეთებს ამას, ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებაამ. ჩვენ ამას აუცილებლად ვეცდებით და მივაღწევთ კიდეც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ