„კანონი კლავს!-აქცია მკვლელი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად

7 დეკემბერს 11:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია მიეძღვნება კანონმდებლობაში გასატარებელ ცვლილებებს და ზოგადად თემაზე მიმდინარე  მოვლენებს.

18:00 საათზე კი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ – ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) ინიციატივით, „თანადგომის“ და „ზიანის შემცრიების საქართველოს ქსელის” ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართება აქცია საქართველოში მკვლელი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

კომენტარის დატოვება