როგორც კი შევალ პარლამენტში უპირველესი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს არის, რომ მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება მქონდეს – შალვა ნათელაშვილი

უპირველესი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს არის, რომ როგორც კი შევალ პარლამენტში მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლებაა -, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ამიტომ ასეთ ადამიანებს სულ მცირე მოუწოდებს, ერთ არჩევნებში მაინც არ მიიღონ მონაწილეობა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა პარლამენტში შესვლის საკითხზე და აღნიშნა, რომ გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობს. ნათელაშვილის განმარტებით, პარტია გადაწყვეტილებას სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიამდე მიიღებს.

„საგაზაფხულო სესიამდე ალბათ ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდებით. საგაზაფხულო სესია თებერვალში იხსნება, თუმცა უპირველესი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს და ოფიციალურად წარვადგენთ ამას, მინიმუმ 40-წუთიანი სიტყვის უფლება პარლამენტში როგორც კი შევალ. არავინ წარმოიდგინოს, რომ მე იქ შევალ, თუ ასე მოხდა, და დავჯდები ჩუმად. 40-წუთიანი სიტყვა მინიმუმ. 21 წელია, პარლამენტში არ გვიშვებს არც ერთი რეჟიმი და 40-წუთიანი სიტყვა აღარ გვეკუთვნის, რამდენს ვილაპარაკებდით ამ 21 წლის მანძილზე? ამიტომ ეს არის მინიმალური ლიმიტი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.