ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილს ორი დღის წესრიგი აქვს – გამოვიდეს ციხიდან და რევოლუცია მოახდინოს, ბოდიში, მაგრამ მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით

სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი, გამოვიდეს ციხიდან და მოახდინოს რევოლუცია, ბოდიში, მაგრამ მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება. ერთი წელი გვლანძღავდნენ, რატომ შეხვედით პარლამენტშიო, შემდეგ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამწკრივდნენ და პარლამენტში ისე შემოვიდნენ, ვითომ, არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენგან ითხოვენ, არიქა, ისევ გავერთიანდეთ. არ ვიცი, ესენი როგორ სოციუმში გაზრდილი ან როგორი პოლიტიკური გემოვნების ხალხია, მაგრამ ჩვენთვის ასეთი რაღაცები მიუღებელია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.