მიჩნდება სურვილი დავიცვა ეს არაპოპულარული, “განტევების ვაცად” ქცეული ადამიანი…

არჩილ გამზარდია

-„სულ არ მიმაჩნია, რომ ნარმანიამ თბილისში იმაზე ნაკლები გააკეთა, ვიდრე უგულავამ; ან ნარმანიას უწყებაში იმაზე მეტი უშინაარსო ხარჯვა არის, ვიდრე მისი წინამორბედის დროს იყო. აი, პოლიტიკოსობა კი ნარმანიას ნამდვილად აკლდა და აკლია, შემოქმედებითობაც.

მისგან განსხვავებით გიგი უგულავას არც ენერგია აკლდა, არც შემოქმედებითობა, განსაკუთრებით კი საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი; უგულავა, თავის დროზევე სააკაშვილის ყველაზე რეალურ კონკურენტად განიხილებოდა და პოტენციურ პრეზიდენტადაც კი. მისგან განსხვავებით, დავით ნარმანია, მოუქნელი აღმოჩნდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კომუნიკაციებში, ამიტომ ის, ასე ვთქვათ, დაბალ ღობედ აქციეს თავისივე გუნდშიც კი.

როდესაც ზედმეტი პარტიული აგიტაციის დაბალანსებას ცდილობენ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, პირველ რიგში, ნარმანიას წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას მოიხმობენ ხოლმე, აქამდე კიდევ ერთი ასეთი განტევების ვაცი ნოდარ ხადური იყო, რომელიც პირობითად, დღეს, ჯეჯელავამ შეცვალა.

მე მგონია, რომ ეს, ძირითადად უსამართლო პროცესია და დავით ნარმანია, როგორც ჩინოვნიკი, კი იმსახურებს კრიტიკასაც დროდადრო, მაგრამ არა იმდენად, რომ თავისივე მოწინააღმდეგეები და პარტიული გულშემატკივრები გაერთიანდნენ მერის წინააღმდეგ;

ამიტომაც მიჩნდება ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირად, სურვილი, დავიცვა ეს არაპოპულარული, განტევების ვაცად ქცეული ადამიანი;

კომენტარის დატოვება