„ადამიანები, რომლებსაც აქციებს უწყობდით, მათ მმართველობას აპროტესტებდით დღეს „ოცნების“ გვერდით არიან!“

ლადო სადღობელაშვილი

„პატრიოტთა ალიანსი“

-„მინდა მივმართო „ოცნების“ იმ გულშემატკივრებს და მეხოტბეებს, რომლებიც ნაციონალების მმართველობის დროს ან დაიჭირეს, ან სცემეს, ან გააქციეს და ასე შემდეგ…

– ნუთუ არ გაწუხებთ ის საკითხი, რომ ოცნებაში ისეთი ტიპები , რომლებიც საერთოდარსად არ ჩანდნენ 2012 წლამდე? მეორე ”პარადნოები” არიან ნაცების სპონსორები, რომლებიც სააკაშვილს და მის გოშიებს აფინანსებდნენ, ხელფასს უხდიდნენ და პრემიებს აძლევდნენ თქვენს ცემაში, დაკავებაში, პროვოკაციების მოწყობებში და ასე შემდეგ! და ბოლოს დღეს ოცნების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არიან ისეთი მამალი ნაცები, ვინც 9 წლის განმავლობაში წინაურდებოდნენ თქვენი უბედურების ხარჯზე , ადამიანები, რომლებსაც თქვენ ზონდერებად ნათლავდით და აქციებს უწყობდით, მათ მმართველობას აპროტესტებდით!!! ახლა ასეთებთან ერთ გუნდში ხართ!!!

მეგობრებო, არც 600, არც 1000, არც 3000, არც 5000 ლარი (ტყუილად არ დამიწერია ეს სახელფასო განაკვეთები) არ ღირს თქვენს ადამიანობად!  არავინ და არაფერია მუდმივი უფლის გარდა… შედარებით ხანგრძლივია სახელი!“

15380480_1370230923022167_7068510696702081390_n

კომენტარის დატოვება