თერმულ კამერები, ე.წ. კოვიდის სერტიფიკატი – ევროკავშირი აპირებს ტურიზმის ახალი წესების შემოღებას

ლევან ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი

პანდემიის ფონზე, ევროკავშირი აპირებს ტურიზმის ახალი წესების შემოღებას. ეს წესები მოიცავს:

1. თერმულ კამერებს აეროპორტებში, ტრანსპორტსა და სასტუმროებში;
2. სისხლის ანალიზს (დუბაის აეროპორტის სისხლის ანალიზი 10 წუთში იძლევა დასკვნას)
3. ე.წ. კოვიდის სერტიფიკატს.

აქ მნიშვნელოვანია მესამე – სერტიფიკატი, ე.წ. იმუნური პასპორტი, რომელიც ბლოკჩეინზე კეთდება და სრულად ანონიმურია. ეს იმუნური პასპორტი ფაქტობრივად არის მწვანე ბარათი რათა პირი დადიოდეს სამსახურში და ჰქონდეს თავისუფალი სოციალური ცხოვრება, ანუ ეკონომიკა გაიხსნას.

ყველაფერი ეს დაგვჭირდება ჩვენც და რაც შეიძლება მალე. როგორც აქედან წამსვლელთათვის, ისე იქიდან ჩამომსვლელთათვის. ეს აუცილებელია ტურისტული სექტორის გასახსნელად.