“ჰომეოპათიას შეუძლია ყველა დაავადებას უმკურნალოს… “

 

ფიქრია წიკლაური

მიუხედავად იმისა მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ჰომეოპათიური მეთოდებით პაციენტების განკურნება სულ უფრო პოპულარული ხდება, საქართველოში ტრადიციული მედიცინა ამ სფეროს ისევე სკეპტიკურად უყურებს, როგორც სახალხო მკურნალობას. საზოგადოების ნაწილმა, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ამ მეთოდის ეფექტურობა, ახლობლებსაც ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობას ურჩევს.

ალტერნატიული მედიცინის და მისი ეფექტური მკურნალობის შესახებ ექიმი-ჰომეოპათი თამთა ჭანტურია გვესაუბრება.

-საქართველოში არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის ჰომეოპათიური მკურნალობის შესახებ, ან თუ იციან, მაინც თანამედროვე მედიცინას ამჯობინებენ. რატომ არ არის საზოგადოება ინფორმირებული მკურნალობის ამ მეთოდით?

– ჰომეოპათია შედარებით ახალგაზრდა სამკურნალო სისტემაა. მისი პრინციპები რადიკალურად განსხვავდება ოფიციალური მედიცინის სისტემისგან. ჰომეოპათიის მიხედვით, დაავადებათა კლასიფიკაციაც კი სულ სხვა პრინციპით ხდება, ბევრჯერ უთქვამთ ექიმებს: ჰომეოპათია თავდაყირა აყენებს თანამედროვე მედიცინასო. აქედან გამომდინარე ის ვერ ჯდება ოფიციალური მედიცინის ჩარჩოებში. ზოგი ექიმი სკეპტიკურადაც კი უყურებს ამ მეთოდს და ამიტომ მისი ფართო ჩართვა მკურნალობის თანამედროვე სქემებში ვერ ხერხდება, სწორედ ჰომეოპათიის პრინციპების არასტანდარტულობის გამო ვერ ხვდება ჰომეოპათია სადაზღვევო პაკეტებში, თანამედროვე სამკურნალო დარგების ჩამონათვალში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპის ქვეყნებში ჰომეოპათიის პოპულარობა სულ უფრო იზრდება მისი მაღალეფექტურობის გამო. ვფიქრობთ რომ მომავალში ჰომეოპათია მყარად დაიკავებს თავის ადგილს თანამედროვე მედიცინის დარგებს შორის.

-როგორც ექიმმა-ჰომეოპათმა, აგვიხსენით ამ მეთოდის და მისი გამოყენების შესახებ?

ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპია დაავადების მკურნლობა “მსგავსების მეთოდით” ანუ “მსგავსი იკურნება მსგავსით”… თანამედროვე მედიცინა დაავადებას ებძრვის “საპირისპიროს” პრინციპით, ჰომეოპათია კი “მსგავსი” მეთოდით. ეს პრინციპული განსხვავებაა. რას ნიშნავს ეს: როცა ადამიანს აქვს არტერიული ჰიპერტენზია – თანამედროვე მედიცინა მკურნალობს წნევის დამწევით, ჰომეოპათია კი არა. ის რაც იწვევს რაღაც სიმპტომს ორგანიზმში – ამ სიმპტომსვე მკურნალობს, ოღონდ უმცირესი დოზით. ანუ ჰომეოპათია კი არ დაწევს არტერიულ წნევას დაბლა – არამედ მისცემს პაციენტს წნევის მარეგულირებელს. ამიტომაა რომ წნევის ამწევიც და წნევის დამწევი პრეპარატი ჰომეოპათიაში ერთი და იგივე პრეპარატია. მაგალითად ჰომეოპათიური Gelsemium -ს შეუძლია როგორც დასწიოს წნევა მაღალწნევიანში, ასევე ასწიოს დაბალწნევიან პაციენტში. თავისი არსით ეს მარეგულირებელი თერაპიაა. ის არეგულირებს ორგანიზმში ადაპტაციის მექანიზმებს, და თავად ორგანიზმი უმკლავდება ხოლმე თავისი ძალებით ნებისმიერ პრობლემას ორგანიზმში.

-რომელ დაავადებებს ებრძვის ჰომეოპათია?

ჰომეოპათია არ ებრძვის კონკრეტულად ერთ დაავადებას. იშვიათად ხდება ხოლმე, რომ ორგანიზმში მხოლოდ ერთი დაავადება იყოს, ძირითად დაავადებას აუცილებლად ახლავს ხოლმე სხვა თანმხლები ან უფრი ძველი – ქრონიკული პრობლემა, რომლის ფონზე ვითარდება  ახალი დაავადება. ჰომეოპათია, ვინაიდან არის მარეგულირებელი მეთოდი, ამიტომ ყველა პრობლემას ორგანიზმში ერთდროულად არეგულირებს ხოლმე. ნებისმიერი დაავადება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამა თუ იმ კონსტიტუციაში – ჰომეოპათიით იკურნება. პრაქტიკულად ჰომეოპათიამ ყველა დაავადებას შეუძლია უმკურნალოს.

-ძირითადად, რომელი დაავადების პაციენტები გადიან თქვენთან მკურნალობის კურსს?

-რომელი დაავადებაც ყველაზე ხშირად გვხვდება, სწორედ ის პაციენტები გვაკითხავენ ხოლმე. ესაა მწვავე რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები, ბრონქიტები, ანგინები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები – გასტრიტები, ქოლეცისტიტები.  20 წელია ჰომეოპათად ვმუშაობ და ჩემს პრაქტიკაში თითქმის ყველა დაავადებასთან მქონია შეხება.

-ყველა ექიმი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რომ პაციენტთან, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, სათანადო მეთოდით იმუშაოს. თქვენ როგორი მიდგომა გაქვთ რთული ფსიქოლოგიის მქონე პაციენტებთან?

-ჰომეოპათიური გამოკითხვის მეთოდი იმდენად განსხვავდება თანამედროვე მედიცინის მეთოდისგან, რომ ვინც ერთხელ მაინც მოხვდება ჰომეოპათთან – თვითონვე ხვდება, როგორი ზუსტი მეთოდია ჰომეოპათია, როგორ დიდ ყურადღებას უთმობენ პაციენტის ყველა პრობლემას და რა დიდი ყურადღებით ეკიდებიან მათ თითოეულ ჩივილს. ბევრი დარწმუნება არ გვჭირდება ხოლმე – შედეგი თავად არწმუნებს პაციენტს მეთოდის ეფექტურობაში.

-რამდენადაც ვიცი ბავშვებიც არიან თქვენი პაციენტები…

-მე პირადად უკვე თაობა  გავზარდე – ჩემი პაციენტები, რომლებიც ჩვილობიდან მოჰყავდათ ხოლმე ჩემთან – უკვე დაიზარდნენ და სტუდენტები არიან. ბავშვები, რომლებიც თვეში ორჯერ მაინც ავადობდნენ მაღალი სიცხეებით,  ჩვენი მკურნალობის შემდეგ ისე დაიზარდნენ, წელიწადში ერთხელ თუ გახდებოდნენ ხოლმე ავად… ასე რომ მიმართეთ ჰომეოპათიას – ბავშვებს იმუნიტეტი უძლიერდებათ და ხშირი ავადობაც წარსულს ბარდება.

-უკუჩვენებები თუ აქვს თქვენს საშუალებებს?

ჰომეოპათიას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები, ის ყველაზე უვნებელი მეთოდია სამკურნალო მეთოდებს შორის.

– ონკოლოგიური დაავადების პაციენტები თუ  მოგმართავენ და რამდენად  შველის ასეთებს ჰომეოპათიური საშუალებები?

ონკოლოგია დღეს მსოფლიოს 1 პრობლემაა. ეს დაავადება მილიონოით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. ჰომეოპათიით ჩვენ გვიმკურნალია ასეთი პაციენტებისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ არც ისე იშვიათად გაგვიხანგრძლივებია პაციენტების სიცოცხლე, მოგვიხსნია ტკივილის სიმპტომი, ჰომეოპათიით გაუმჯობესებულა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც. იყო ერთეული შემთხვევები, როცა ონკოლოგიური კერა დაპატარავებულა ზომებში და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პაციენტები თავს სტაბილურად, კარგად გრძნობდნენ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძირითადი მკურნალობის პარალელურად.

-დღეს, ისე როგორც არასდროს  საქართველოში ავადმყოფების საგანგაშო მაჩვენებელია, რას ურჩევდით თითოეულ ჩვენგანს, როგორ ავიცილოთ სხვადასხვა დაავადების რისკი?

რა თქმა უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, გარშემო უამრავი მავნე ფაქტორია. ჩემი რჩევაა: იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მიიღეთ ჯანმრთელი საკვები პროდუქტი, მეტი სუფთა ჰაერი და დასვენება, მეტი იმოძრავეთ. ქალაქში თითქმის ყველას მჯდომარე სამსახური აქვს, რაც უამრავ პრობლემებს წარმოშობს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ ფაქტორს და კიდევ,  მე ყველა ქართველს, და არა მარტო ქართველს ვურჩევდი მომბაძონ პირადად მე – საკუთარი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვმკურნალობ მხოლოდ ჰომეოპათიით და ავადობა ჩემს სამეგობროში მინიმუმადეა დაყვანილი.