“დაგროვილ ენერგიას მიმართულება არ გააჩნია…რა გამოსავალს ხედავთ?”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-“მმართველი ძალა ყოველი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით კონსტიტუციას საკუთარ ტანზე ირგებს, რითაც ხელისუფლების სრულ უზურპაციას ახდენს. აქედანვე ცხადია რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას არ აპირებს. უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი და უამრავი გადაუჭრელი პრობლემა მოსახლეობაში გეომეტრიული პროგრესიით ზრდის საპროტესტო განწყობას..
მაგრამ დაგროვილ ენერგიას მიმართულება არ გააჩნია -, ჰორიზონტზე არ ჩანს ის ძალა, რომელიც საპროტესტო მუხტს ერთ კალაპოტში მოაქცევს, არ ჩანს რაციონალური, გამაერთიანებელი ალტერნატივა.

ე.წ. ოპოზიციური ძალების დღევანდელი სახით არსებობა “ქართული ოცნებისთვის” მისწრებაა და ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში უცილობელი წარმატების გარანტიაა.

რა გამოსავალს ხედავთ?”