“სანქციები მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს…”

საქართველოს ჟურნალსტური ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ინიციატივას ეხმიანება, რომლითაც საბჭო მოსამართლეების უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ კრიტიკოსთა მიმართ სანქციების დაწებას მოითხოვს.

ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა- მოსამართლეებთან და მათ საქმიანობასთან მიმართებაში, გამოხატვის და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქარტიას, კომუნიკაციების კომისიას, სახალხო დამცველს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორს საჯარო განცხადებით 26 აპრილს მიმართა და მოითხოვა მოსამართლეების მიმართ გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე რეაგირება.

ქარტიაში საბჭოს ამ მოთხოვნასაც უპასუხეს. „იუსტიციის საბჭომ არასწორად გაიგო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არსი. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც შექმნილია პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და არ ასრულებს სადამსჯელო ფუნქციებს, როგორც ამას იუსტიციის საბჭოს წევრები ითხოვდნენ“, წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.