კახა კალაძე – ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

`პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია და როგორც ყველა პატიმარი, სასჯელს მოიხდის.

„მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი ბრალი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა, რომ სახელმწიფოს სთავაზობს გამოსავალს – სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს.