„როიტერი“ – აშშ-მა ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ამერიკული წარმოების რაკეტების და სხვა სახის შეიარაღების უკრაინაში გაგზავნის ნებართვა მისცა

აშშ-მა ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ამერიკული წარმოების რაკეტების და სხვა სახის შეიარაღების უკრაინაში გაგზავნის ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მესამე მხარისთვის გადაცემის ხელშეკრულებები ესტონეთს საშუალებას აძლევს, უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცეს, ხოლო ლიეტუვას და ესტონეთს უკრაინისთვის „სტინგერის“ რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობა ექნებათ.