გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში – ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გიორგი გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორეა წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. ამ პარტიებს შორის არსებობს ალიანსი და ის უკვე ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ეს უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს.