სოციალური აგენტები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

სოციალური აგენტები ანაზღაურების 100%-ით გაზრდასა და ტრანსპორტის ხარჯების უზრუნველყოფას ითხოვენ. 400-მდე სოციალური აგენტი უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულია და ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს.

6 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან 60%-მდე გაიზრდება.