საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 77 584 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47 972, „პისიარ“-ტესტით – 29 612.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ბოლო შვიდი დღის – 27,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 250 108 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 038 391 გამოჯანმრთელდა, 15 102 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 723 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 969 პირი.