თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ექიმი-ტრანსფუზიონისტის, მარინე ნოზაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დამატებით დეტალები, მათ შორის, რა გართულებები ჰქონდა ექიმს, უცნობია.