სვენ მიქსერი: პოლიტიკურმა კლასმა ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუოს – საქართველო არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც პოლიტიკური ანტაგონიზმი და პოლიტიკური პოლარიზაცია პერიოდულად ფარავს მთელ პოლიტიკურ დისკურსს და პროცესს

ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა დახმარება, როდესაც ეს საჭიროა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობის საქმეა, რომ გადაწყვიტოს ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარის, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მიქსერის განმარტებით, ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს პროცესის შემსუბუქებას.

„პოლიტიკურმა კლასმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რეალურად უნდა გაამართლონ ხალხის მოლოდინები, ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუონ. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მეტად ანტაგონისტური და პოლარიზებული ხდება.

საქართველო არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც პოლიტიკური ანტაგონიზმი და პოლიტიკური პოლარიზაცია პერიოდულად ფარავს მთელ პოლიტიკურ დისკურსს და პროცესს. ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა დახმარება, როდესაც ეს საჭიროა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობის საქმეა, რომ გადაწყვიტოს ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშეა. ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს პროცესის შემსუბუქებას. სწორედ ამის დემონსტრირება მოახდინა საქართველოში ჩვენმა დელეგაციამ, ასევე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით მიღწეულმა შეთანხმებამ“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

როგორც იგი აცხადებს,  ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ასევე, საქართველოს უფლებას, აირჩიოს გზა, გადაწყვიტოს საკუთარი მისწრაფებები და განაცხადის გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.