ზელენსკიმ ბაიდენს მოუწოდა, რუსეთი „ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად“ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიაროს. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც მედია წერს, ბაიდენს მტკიცე ვალდებულება ზელენსკის მოთხოვნის მიმართ არ დაუფიქსირებია.

The Washington Post-ის თანახმად, ცივი ომის დროსაც კი, ვაშინგტონი თავს იკავებდა საბჭოთა კავშირის ამგვარად დასახელებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მხარს უჭერდა ტერორისტულ აქტორებად მიჩნეულ ჯგუფებს 1970-იან და 1980-იან წლებში.

ცნობისთვის, აშშ-ს ტერორის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში ამჟამად ჩრდილოეთ კორეა, სირია, კუბა და ირანი ჰყავს.