მარგველაშვილს უკრაინაში ჩასასვლელად სააკაშვილთან შეთანხმება რატომ დასჭირდა, არ მესმის – გიგა ბოკერია

მარგველაშვილს უკრაინაში ჩასასვლელად სააკაშვილთან შეთანხმება რატომ დასჭირდა, არ მესმის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“თავისთავად კარგია უკრაინაში ჩასვლა. ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ადამიანს პროგრამა აქვს და ჩადის იქ, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მით უმეტეს ყოფილი თანამდებობის პირებისგან და პრეზიდენტისგანაც ეს სწორი ნაბიჯია. მე არ ვიცი, სააკაშვილთან შეთანხმება რატომ დასჭირდა ამას, ეგ ბოლომდე არ მესმის,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად უკრაინაში გაემგზავრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უკრაინაში წასვლა მისი და სააკაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.